12:02:31     08-10-2015
საერთაშორისო ფესტივალზე კოტე თოლორდავა საუკეთესო მსახიობად აღიარეს
ამერიკაში, Diabolique-ს საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო მსახიობის ტიტული გარდაცვლილ ქართველ მსახიობს, კოტე თოლორდავას მიანიჭეს.
კოტე თოლორდავამ პრიზი რეჟისორ ლევან ბახიას ფილმში "Landmine Goes Click" განსახიერებული როლისთვის მიიღო.
ფილმი სამ ამერიკელ ტურისტზეა, რომლებიც საქართველოში მოგზაურობენ. ისინი აღმოაჩენენ, რომ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მიტოვებულ ნაღმს დააბიჯა, ადგილობრივი მამაკაცი კი ამ სიტუაციით სარგებლობს და მის შეყვარებულს შეურაცხყოფს.
მსახიობი კოტე თოლორდავა 35 წლის ასაკში გულის შეტევით დაიღუპა, იგი 2015 წლის 11 აპრილს საკუთარ ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.
0