რატომ დაჭრა დაკარგული გოგონას მამამ სამი ადამიანი (VIDEO) რატომ დაჭრა დაკარგული გოგონას მამამ სამი ადამიანი (VIDEO) />


  23:10:04     07-10-2015

რატომ დაჭრა დაკარგული გოგონას მამამ სამი ადამიანი (VIDEO)

a43168.png

კანადაში გაუჩინარებული ქართველი გოგონას გახმაურებული საქმე: დღეს „მოამბე“ უბრუნდება თემას, რომელსაც 2009 წლის შემდეგ ექსკლუზიურად აშუქებდა.

ექვსი წლის წინ ტორონტოს სკოლიდან დაკარგული მარიამ მახნიაშვილის მამა საქართველოშია. ვახტანგ მახნიაშვილი, რომელიც შვილის გაუჩინარების შემდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო, კანადის ციხეში აღმოჩნდა, სამშობლოში 12-წლიანი ემიგრაციის შემდეგ დაბრუნდა.

მარიამ მახნიაშვილის სახელი და გვარი „მოამბის“ ეთერიდან საზოგადოებამ პირველად 2009 წლის სექტემბერში გაიგო. სწორედ ამ დროს დაიკარგა კანადაში მშობლებთან ჩასული 17 წლის გოგონა, რომლის სხეულის ნაწილები ორწელიწადნახევრის შემდეგ იპოვეს. ექსპერტიზის შემდეგ, მშობლებმა ცხედრის კრემაცია გადაწყვიტეს. ოჯახი ფერფლს ტორონტოში მდებარე სახლში ამ დრომდე ინახავს.

წყარო

საზ. მაუწყებელი
0

ავტორი: