ჟულიენი ლორით ჟულიენი ლორით />


  10:40:14     30-03-2011

ჟულიენი ლორით

a4535.jpg

მასალა: 300 გრამი შამპინიონი, 200 გრამი ლორი, 1 ხახვი, 2 ჩაის ჭიქა 20 პროცენტიანი არაჟანი, 200 გრამი მაგარი ყველი, ზეთი, შავი პილპილი, მარილი, მწვანე ხახვი, მწვანილი – გემოვნებით.

ხახვი მსხვილ ნაჭრებად დავჭრათ და გაცხელებულ ტაფაზე მსუბუქად მოვხრაკოთ ზეთში. მოვათავსოთ შამპინიონი და შევწვათ. როდესაც სოკო მზად იქნება, დავუმატოთ მსხვილ ნაჭრებად დაჭრილი ლორი. რამდენიმე ნაჭერი ლორი გასაფორმებლად დავიტოვოთ. სოკოს ხახვთან ერთად და ლორს მოვაყაროთ მარილი, პილპილი და შევწვათ კიდევ 5 წუთი. დავუმატოთ არაჟანი და ვადუღოთ ხუთი წუთი, თან გამუდმებით ვურიოთ. მომზადებული მასა მოვათავსოთ ცხიმწასმულ ტაფაზე, მოვაყაროთ გახეხილი, მაგარი ყველი, დაჭრილი მწვანე ხახვი და ზემოდან დავადოთ ლორის ნაჭერი. გაცხელებულ ქურაში ვაცხოთ 15-20 წუთი. გავაფორმოთ მწვანილით.

0

ავტორი: