ინგრედიენტები:
ღორის სალა
1 კგ
წყალი
7 ჭიქა
მარილი
1 ჭიქა
ხახვის ფურცლები
2 მუჭა
წითელი წიწაკა, დაფქული
ნიორი
4-5 კბილი
ქვაბში ჩაასხით წყალი, დაამატეთ მარილი და ხახვის
ფურცლები. წამოადუღეთ და ხარშეთ 5 წუთი. შემდეგ ჩაამატეთ სალას ნაჭრები.
წყალმა მთლიანად უნდა დაფაროს ხორცი. ხარშეთ 20 წუთი. თუ სალას ხორცის
ფენებიც აქვს, მაშინ 40 წუთი. გამორთეთ ცეცხლი და ჩატოვეთ ხორცი თავისივე
წყალში, 24 საათით, შემდეგ ამოიღეთ და გააშრეთ. წაუსვით წიწაკა ან პილპილი,
დაჭყლეტილი ნიორი, ჩადეთ პაკეტში და შეინახეთ მაცივარში.
0