რუსეთმა სირიის ტერიტორია კასპიის ზღვიდან დაბომბა რუსეთმა სირიის ტერიტორია კასპიის ზღვიდან დაბომბა />


  17:42:57     07-10-2015

რუსეთმა სირიის ტერიტორია კასპიის ზღვიდან დაბომბა

a43156.jpg

რუსეთმა კასპიის ზღვის ფლოტილიის მეშვეობით, სირიაში ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეების და ისისის პოზიციები დაბომბა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.

კრემლი ირწმუნება, რომ სამიზნეები 1500 კილომეტრის სიშორიდან, ფრთოსანი რაკეტების მეშვეობით გაანადგურა.

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბრიდან, ბაშარ ასადის თხოვნით, რუსეთმა სირიის ტერიტორიაზე ავიაიერიშები განახორციელა. კრემლის განცხადებით, ის ისისის პოზიციებს ბომბავს, თუმცა, სირიის ოპოზიცია ირწმუნება, რომ რუსული შეტევის მსხვერპლი ასადის ოპოზიცია და მშვიდობიანი მოსახლეობაც გახდა.


0

ავტორი: