დესერტი გარგარით და ნუშით დესერტი გარგარით და ნუშით />


  10:32:17     30-03-2011

დესერტი გარგარით და ნუშით

a4533.jpg

მასალა: ერთი ჭაის ჭიქა, ქურაში მსუბუქად შემწვარი, დაჭრილი ნუში, 1 ჩაის ჭიქა ფქვილი და შაქრის ფხვნილი, 8 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი, 1 ჩაის ჭიქა გარგარის ჯემი.

ქურა გავაცხელოთ 190 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე, ავიღოთ 20/20 – ზე ზომის კვადრატული ჭურჭელი და კარაქი თხლად წავუსვათ. მიქსერით ძალიან სწრაფად ავთქვიფოთ ფქვილი, შაქარი და კარაქი. დიდხანს არ ვურიოთ, რადგან, ასეთ შემთხვევაში, დესერტი კოჟრიანი გამოვა. ცომი უნდა იყოს მყიფე. გადავიტანოთ ცომი მომზადებულ ჭურჭელში და გავაბრტყელოთ. ზემოდან წავუსვათ ჯემი და თანაბრად გავანაწილოთ. შემდეგ მოვაყაროთ ნუში. ვაცხოთ 20 წუთის განმავლობაში. მომზადებული დესერტი დავჭრათ კვადრატულ ნაჭრებად.

0

ავტორი: