რესტორან "ასტორიასთან" მარკეტი დააყაჩაღეს - თავდამსხმელმა მიმალვა მოასწრო რესტორან "ასტორიასთან" მარკეტი დააყაჩაღეს - თავდამსხმელმა მიმალვა მოასწრო /> "/> " />


  12:49:16     07-10-2015

რესტორან "ასტორიასთან" მარკეტი დააყაჩაღეს - თავდამსხმელმა მიმალვა მოასწრო

a43126.jpg

გუშინ საღამოს, ორთაჭალაში, რესტორან "ასტორიასთან" ახლოს მდებარე მარკეტში ყაჩაღობა მოხდა. მარკეტში უცნობი პირი შეიჭრა და თანხა გაიტაცა. დაზარალებულია მაღაზიაში მყოფი ერთ-ერთი ქალბატონიც, რომელსაც უცნობმა პირმა თავში ჩაარტყა.

ადგილზე მივიდა საპატრულ პოლიციის ეკიპაჟიც, თუმცა ბრალდებულმა მიმალვა მოასწრო.

როგორც Presa.ge-ს შსს-ს პრეს-სამსახურიდან აცნობეს, ფაქტზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რომელიც ყაჩაღობას გულისხმობს.

სხვა დეტალები გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვრცელდება. 0

ავტორი: