17:42:46     06-10-2015
იენს სტოლტენბერგი: "რუსეთის შეჭრას თურქეთში შეცდომად ვერ განვიხილავ"
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უარს აცხადებს, რომ რუსული ავიაციის თურქეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა შეცდომად განიხილოს. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" იტყობინება.
"მე არ მსურს ამ თემით სპეკულაცია, მაგრამ ეს შემთხვევითობას არ ჰგავს. თურქეთმა, რომელიც ალიანსის წევრია, ადეკვატური განმარტება ვერ მიიღო კრემლისგან", - აცხადებს სტოლტენბერგი.
ბრიუსელში ნატოს საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც განცხადება მიიღეს რუსეთის ქმედებების შესახებ სირიის და თურქეთის საჰაერო სივრცეში. ანკარაში კი რუსეთის ელჩი ახსნა-განმარტებისათვის დაიბარეს.
რუსეთის თავდაცვის
სამინისტრო ირწმუნება, რომ რუსული გამანადგურებლები თურქეთის საჰაერო
სივრცეში ამინდის გაუარესების გამო მოხვდნენ. მოსკოვი სირიაში, თურქეთის
საზღვართან ოპერაციას ატარებდა, რომლის მიზანიც ისლამისტების განადგურება
იყო. საერთაშორისო საზოგადოება კრემლის განმარტებით უკმაყოფილო დარჩა.
0