გდანსკში ქართული კინოს დღეები გაიმართება გდანსკში ქართული კინოს დღეები გაიმართება />


  10:49:37     06-10-2015

გდანსკში ქართული კინოს დღეები გაიმართება

a43026.jpg

ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, 13-16 ოქტომბერს გდანსკში ქართული კინოს დღეები გაიმართება. ღონისძიება ნუცა ალექსი-მესხიშვილის  „კრედიტის ლიმიტით“ გაიხსნება. ფილმს რეჟისორი თავად წარადგენს. ასევე, მოეწყობა დისკუსია ქართული კინოს შესახებ, რომელსაც ნუცა ალექსი-მესხიშვილთან ერთად ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი, ნოშრე ჩხაიძე დაესწრება.

ქართული კინოს დღეების ფარგლებში პოლონელი მაყურებელი კიდევ სამ სრულმეტრაჟიან ქართულ ფილმს იხილავს. ნაჩვენები იქნება:

·    გიორგი ოვაშვილის - "სიმინდის კუნძული"

·    ლევან კოღუაშვილის - "შემთხვევითი პაემნები"

·    თინათინ ყაჯრიშვილის - "პატარძლები"   

0

ავტორი: