"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა რუსული ბაზა დაბომბეს "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა რუსული ბაზა დაბომბეს /> "/> " />


  10:04:24     06-10-2015

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა რუსული ბაზა დაბომბეს

a43017.jpg

სირიაში შეტაკებები გრძელდება. რუსული თვითმფრინავების იერიშის შემდეგ, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ლატაკიაში რუსული სამხედრო ბაზა დაბომბეს. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ცნობილი ხდება ისიც, რომ სირიის ოპოზიციურმა ძალებმა რეგიონის მუსლიმანურ ქვეყნებს რუსეთისა და ირანის ალიანსის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდეს. ალ ქაიდამ კი ყოველ დატყვევებულ რუს ჯარისკაცზე ჯილდოდ 21 ათასი დოლარი დააწესა.

ამის პარალელურად, რუსეთმა თურქეთის საჰაერო სივრცე კიდევ ერთხელ დაარღვია. ამის შესახებ ოფიციალური ანკარა იტყობინება. ბოლო 48 საათის განმავლობაში, ეს თურქეთის საჰაერო სივრცეში რუსული სამხედრო თვითმფრინავის შეჭრის მეორე შემთხვევაა.

მომხდარის გამო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი კიდევ ერთხელ დაიბარეს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოგანმა კი ინციდენტის შესახებ საქმის კურსში ევროკავშირის ლიდერები ჩააყენა.

0

ავტორი: