17:23:50     05-10-2015
დღეს სასამართლო პროცესზე ირაკლი ფირცხალავა დაიკითხა
ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა დაიკითხა, რომელმაც სასამართლოს ინფორმაცია მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშრებით მიაწოდა“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს დაცვის მხარის ადვოკატმა დავით ხაჟალიამ განუცხადა.
„დღეს დაიკითხა ირაკლი ფირცხალავა, რომელმაც დაადასტურა, რომ ამ პირთა მიმართ ჩვეულებრივი დაკავების ოპერაცია მიმდინარეობდა, რომლის მსგავსაც კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი არაერთს ატარებდა. უშუალოდ ეპიცენტრში რა ხდებოდა ფირცხალავამ ვერ დაინახა და არ იცის. იმ ადგილიდან, სადაც სროლები იყო, ის დაახლოებით 40 მეტრის დაშორებით იყო. ფირცხალავას არ უსაუბრია ვიღაცის მონაყოლთან დაკავშირებით, მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა დაინახა მან.
დაცვის მხარე სასამართლოში მოწმეთა მოყვანასთან დაკავშირებით პრობლემის წინაშე დადგა. კერძოდ, იმ მოწმეებთან დაკავშირებით, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა მცდელობა ჩაგვებარებინა სასამართოს უწყისები ამ პირებისთვის, ისინი ან დაიმალნენ, ან საერთოდ გამორთეს მობილური ტელეფონები, ან სახლშიც არავინ დაგვხვდა.
გამომდინარე აქედან, ჩვენ სასამართოზე დავაფიქსირეთ, რომ თუ ჩვენ, ვერ მოვახერხეთ იმ მოწმეთა წარდგენა-დაკითხვა, რომლებიც შეყვანილნი არიან, როგორც ბრალდების ასევე დაცვის მხარის მოწმეთა ნუსხაში, ვთხოვეთ სასამართლოს თვითონ გააკეთოს დასკვნები“. - განაცხადა დავით ხაჟალიამ
0