თარხან ბათირაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ტერორისტებს შორისაა თარხან ბათირაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ტერორისტებს შორისაა />


  16:20:28     05-10-2015

თარხან ბათირაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ტერორისტებს შორისაა

a42980.jpg

თარხან ბათირაშვილი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ყველაზე ძვირადღირებულ ტერორისტებს შორის მოხვდა. ბრიტანული გამოცემა The Telegraph აქვეყნებს ვიდეომასალას ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ იმ ლიდერების შესახებ, რომელთა ხელში ჩასაგდებად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ყველაზე დიდი ჯილდოები აქვს დაწესებული. "კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ცნობით, მსოფლიოს 4 ყველაზე ძვირადღირებულ ტერორისტს შორის საქართველოში, პანკისის ხეობაში დაბადებული და გაზრდილი, ეთნიკური ქისტი, 29 წლის თარხან ბათირაშვილიც არის.

ონლაინ-გამოცემის მიხედვით, ყველაზე „ძვირადღირებულ“ ტერორისტთა სია ასე გამოიყურება:

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი - ისლამური სახელმწიფოს ლიდერი. დაბადებულია 1971 წელს, ერაყში. იგი ასევე ცნობილია სახელით „უხილავი შეიხი“. აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი დგას ორგანიზაციის ყველა ოპერაციის უკან. ალ-ბაღდადის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის სანაცვლოდ, რამაც შესაძლოა მის დაპატიმრებას შეუწყოს ხელი, 10 მილიონი დოლარია დაწესებული.

აბდალ ალ-რაჰმან მუსტაფა ალ-ქადული - ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის თანაშემწე. დაბადებულია 1957-1959 წლებს შორის, ერაყში. ცნობილია, რომ იგი ტერორისტულ დაჯგუფება ალ-ქაიდაში გადიოდა წვრთნას და ბინ-ლადენის ნდობითა და პატივისცემით სარგებლობდა. იგი სირიაში 2012 წელს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჩავიდა და ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 7 მილიონი დოლარია დაწესებული.

აბუ მოჰამედ ალ-ადნანი - ე.წ. ისლამურის სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენელი, პრეს-მდივანი. დაბადებულია 1971 წელს სირიაში. 2014 წლის სექტემბერში მან ე.წ. „ისლამური სახელმწიფოსგან“ პირველი ოფიციალური დავალება მიიღო და ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს დასავლეთის ქვეყნებში ურწმუნოების განადგურებისკენ მოუწოდა. ჯილდო - 5 მილიონი დოლარი.

ick.ge-ს ცნობით, თარხან თეიმურაზის ძე ბათირაშვილი - ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ საველე მეთაური, მთავარი სარდალი. დაბადებულია 1986 წლის 11 იანვარს, ახმეტის რაიონში, საქართველოში. იგი ასევე ცნობილია სახელით „ომარ ალ-შიშანი“, ანუ „ჩეჩენი ომარი“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა.

როგორც "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" იუწყება, 2010 წლამდე თარხან ბათირაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ცხოვრობდა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. 2008 წელს, ბათირაშვილი ფრონტის ხაზზე იყო, რუსეთის ტანკებს თვალყურს ადევნებდა და მათ კოორდინატებს ქართულ საარტილერიო ნაწილებს გადაცემდა. 2010 წელს ტუბერკულოზი დაუდგინეს და სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს. იმავე წელს თარხან ბათირაშვილი იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით დააკავეს და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბათირაშვილი პატიმრობიდან 2012 წლის იანვარში ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა. სასჯელის მოხდამდე მას რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ საქართველო დატოვა. იგი 2013 წლის ზაფხულში გამოჩნდა ჩრდილოეთ სირიაში და სათავეში უდგას ალ-ქაიდასთან დაკავშირებულ ტერორისტულ დაჯგუფება The Islamic State of Iraq and the Sham (ISIS)-ს. 0

ავტორი: