სირიაში ომი მასშტაბურ სახეს იძენს - საერთაშორისო კოლიცია მთავარ ფრონტს გახსნის სირიაში ომი მასშტაბურ სახეს იძენს - საერთაშორისო კოლიცია მთავარ ფრონტს გახსნის />


  15:10:39     05-10-2015

სირიაში ომი მასშტაბურ სახეს იძენს - საერთაშორისო კოლიცია მთავარ ფრონტს გახსნის

a42976.jpg

საერთაშორისო კოალიცია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სირიაში მთავარ ფრონტს გახსნის. ფრონტის ხაზი ქალაქ რაქასთან გაივლის, რომელიც ტერორისტების დედაქალაქად ითვლება.

გასულ კვირას ბარაკ ობამამ მხარი დაუჭირა ახალ სამოქმედო გეგმას და პენტაგონს დაავალა მიაწოდოს საბრძოლო მასალა და იარაღი სირიის ოპოზიციურ ძალებს.

გარდა ამისა, ამერიკელები თურქეთის ავიაბაზებიდან ისლამისტთა პოზიციებზე საჰაერო დარტყმებსაც გააძლიერებენ. ვაშინგტონის აზრით, ეს გეგმა სირიაში საბრძოლო დინამიკას რადიკალურად შეცვლის.

ამ მოვლენების პარალელურად რუსეთი აგრძელებს ავიაიერიშებს სირიაში, რუსული მხარის განცხადებით დარტყმები "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგაა მიმართული, თუმცა სირიელი ოპოზიციონერების განცხადებით, რუსეთის შეტევა მოხლოდ მოსკობვის მოკავშირის პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის დახმარებას ემსახურება.

ამავე აზრზეა დასავლეთიც, სწორედ ამა გამოიწვია მათი მოქმედებების დაჩქარება და მთავრი ფრონტის გახსნა. რუსული ავიაიერიშების შედეგად სირიაში ათობით სამოქალაქო პირი დაიღუპა. 0

ავტორი: