08:25:02     05-10-2015
მეხუთე ბრიგადაში ჯარისკაცი გარდაიცვალა - თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ბრიგადის სამხედრო ტერიტორიაზე, მე-5 ქვეითი ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის, I კლასის რიგითი თამაზ ვაჟას ძე თამარაშვილი გარდაიცვალა.
ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს.
თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, თამაზ თამარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიების შედეგები საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობება.
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ჯარისკაცის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი, I კლასის რიგითი თამაზ თამარაშვილის ოჯახს.
0