21:28:46     04-10-2015
გაბრიელ გარსია მარკესის ,,ბოლო სიტყვად“ ცნობილი წერილის რეალური ავტორი და მისი ისტორია
ალბათ ბევრი თქვენგანისთვის აუჩუყებია გული გაბრიელ გარსია მარკესის ,,ბოლო სიტყვად“ ცნობილ გამოსათხოვარ წერილს, რომელსაც მწერლის ერთგვარ ანდერძადაც მოიაზრებენ მისი თაყვანისმცემლები. სამწუხაროა, რომ ამ პოემას სახელი, შინაარსზე მეტად, გამოჩენილი მწერლისა და ნობელის პრემიის ლაურეატის ავტორობამ უფრო მოუპოვა.
1999 წლის ზაფხულში, როცა მარკესი ფილტვის სიმსივნეს მკურნალობდა, გავრცელდა ჭორები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. 2000 წლის 29 მაისს ეს ჭორები კიდევ უფრო გაამყარა გაზეთ’’ La República’’-ში გამოქვეყნებულმა გამოსათხოვარმა წერილმა სახელწოდებით “La Marioneta” (ინგლისურად “The Puppet”). მწერალი თითქოს ემშვიდობებოდა საყვარელ ადამიანებს, მეგობრებს.
ამას ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა, იბეჭდებოდა გაზეთების პირველ გვერდზე მწერლის ფოტოებთან ერთად, ძალიან პოპულარული გახდა ინტერნეტში.
თავად წერილი ძალიან სენტიმენტალური და მარტივი ენით ნაწერი გახლდათ, უამრავი კლიშეებით, რაც მარკესისთვის დამახასიათებელი ნამდვილად არ გახლდათ.
მალე ცნობილი გახდა, რომ სულაც არ იყო მწერლის მდგომარეობა ასეთი სავალალო და ეს პოემა სულაც არ იყო მისი შემოქმედების ნაწილი.
რეალური ავტორი მექსიკელი ჯონი ველში აღმოჩნდა, რომელსაც თავისი თოჯინა – მოფლისთვის შეუქმნია მონოლოგი. ჯონის სულაც არ მიაჩნდა თავი გენიალურ მწერლად, თუმცა მაინც გულდასაწყვეტია, როცა შენს ნაწერებზე სხვას უკრავენ ტაშს.
გაბრიელ გარსია მარკესს საჯარო განცხადება არ გაუკეთებია ამის შესახებ, თუმცა იმავე კვირაში, როცა ეს სტატია გამოქვეყნდა, გამოქვეყნდა ნამდვილად მისი დაწერილი ესსე სახელწოდებით “Shipwreck on Dry Land.”
ყველასთვის საყვარელი მწერალი გაბრიელ გარსია მარკესი 2014 წელს, 17 აპრილს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გთავაზობთ, მის რამდენიმე გამონათქვამს:
- ღმერთს რომ კვირა დღეს არ დაესვენა, საქმის ბოლომდე მისაყვანად დრო ექნებოდა.
- არა, მე მდიდარი არ ვარ, მე ვარ ღარიბი კაცი ბევრი ფულით, რაც სხვადასხვა რამ გახლავთ.
- დაიმახსოვრეთ, რომ კარგ ცოლ-ქმრობაში ბედნიერება კი არა სტაბილურობაა მთავარი.
- მე არ მწამს ღმერთის, თუმცა მეშინია მისი.
- როცა შეყვარება არ შეგიძლია, სექსით იმშვიდებ თავს.
- ყოველ ადამიანს სამი ცხოვრება აქვს: საჯარო, პირადი და საიდუმლო.
- მთვარი ის კი არ არის, რაც გემართება, არამედ ის, თუ როგორ გამახსოვრედება ის, რაც დაგემართა.
- ცხოვრება იდეალური მწერალია და მან ყველაზე უკეთ იცის, თუ სად უნდა დასვას თავისი ლოგიკური წერტილი.
mental.ge