23:23:42     01-10-2015
უგემრიელესი კატალონიური ომლეტის რეცეპტი

დაგჭირებათ:
3 ც. კვერცხი;
2 ს.კ რძე;
კარაქი;
პომიდორი;
ყველი;
ლორი;
შავი პილპილი;
მწვანილი გემოვნებით;
მარილი.
მომზადება:
ერთად ათქვეფილ რძესა და კვერცხს ვაყრით პილპილსა და ცოტა მარილს;
ლორსა და პომიდორს ვჭრით, ხოლო ყველს ვხეხავთ;
კვერცხს ვწვავთ კარაქში 2/3-ზე და ზემოდან ვამატებთ ლორს, პომიდორსა და ყველს. როდესაც ოდნავ შეიბრაწება, ვახვევთ რულეტივით.
ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ მწვანილი და გემრიელად მიირთვათ!
0