10:08:02     30-09-2015
შსს-მ დუშეთის რაიონში მომხდარი მკვლელობა გახსნა
შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დუშეთის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ტარიელ ლ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დუშეთის რაიონის სოფელ უკანა ფშავის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ცხედარი იპოვეს, რომლებსაც სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გარდაცვლილი პირების ვინაობა დადგინდა.
პოლიციელებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, დუშეთის რაიონის სოფელ გოგოლაურში დააკავეს ტარიელ ლ, რომელმაც ჩადენილი მკვლელობა აღიარა.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
0