11:54:55     29-03-2011
ინდოეთი მეკობრეების წინააღმდეგ
გემის ეკიპაჟი, რომელიც 12 ირანელისა და 4 პაკისტანელისაგან შედგებოდა, გუშინ, ინდური სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ, სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან იქნა განთავისუფლებული.
ინცინდენტი ირანულ თევზსაჭერ გემს 27 მარტს, არაბეთის ზღვაში შეემთხვა. ინდოელმა სამხედროებმა, სიგნალის მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილისაკენ სამხედრო ხომალდები და მზვერავი-თვითმფრინავი გააზავნეს.
ოპერაციის დროს, მეკობრეებმა ცეცხლი გახსნეს, თუმცა დამნაშავეების ტყვედ აყვანა მოხერხდა.
თანამედროვე მეკობრეობას, რომელიც მომგებიან ბიზნესად გადაიქცა, ინდოეთი აქტიურად ებრძვის. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებმა უკვე რამდენიმე უცხოური გემი გაანთავისუფლეს ზღვის ყაჩაღების ტყვეობიდან. 0