17:03:03     29-09-2015
ჩიხირთმა - უგემრიელესი ქართული წვნიანი
ინგრედიენტები:
ქათამი
1 კგ
ნახარში
2 ლ
ხახვი
2 თავი
კვერცხი
4-5 ცალი
ფქვილი
3 სკ
ნიორი
3-4 კბილი
ქინძი და კამა
თითო კონა
მარილი და ძმარი
გემოვნებით
1. გასუფთავებული ქათამი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და მოხარშეთ.
2. ქათამი რომ მოიხარშება, ამოიღეთ ქვაბიდან და ნახარშში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ადუღეთ 5-10 წუთი.
3. ფქვილი, კვერცხის გული და კვერცხის ცილა მოათავსეთ ცალ-ცალკე ჭურჭელში და გათქვიფეთ ცოტა ცივ წყალში. ჩაასხით ნახარშში ჯერ ფქვილიანი მასა, შემდეგ კი კვერცხის გული, თან ჩქარ-ჩქარა ურიეთ. ჩააყარეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ქიმძი, კამა, ჩაასხით კვერცხის ცილა და ამოურიეთ.
4. ბოლოს უყავით მარილი და ძმარი.
0