09:44:59     29-09-2015
მორიგი კრიმინალური გარჩევა - ავჭალაში ორი მამაკაცი დაჭრეს
სისხლიანი ინციდენტი დაფიქსირდა ავჭალაშიც. "პრესა.ჯი"-ს ინფორმაციით, ავჭალაში, შელაპარაკებისას, ორი ახალგაზრდა დაჭრეს.
ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ერთ-ერთი კლინიკა "ლანცეტში" მკურნალობს. მას ფეხისა და ფილტვის არეში აღენიშნება დაზიანებები. დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.
შედარებით მსუბუქადაა დაჭრილი მეორე პიროვნება. ის ღუდუშაურშია მოთავსებული.
0