11:30:14     29-03-2011
ფარშირებული ქათამი
მასალა: ქათამი – 1 ცალი, ღორის ხორცის რბილი ნაჭერი – 300 გრამი, ლორი – 100 გრამი, კვერცხი – 2 ცალი, ლობიო – 190 გრამი, დაკონსერვებული შამპინიონი – 100 გრამი, დაკონსერვებული სიმინდი – 100 გრამი, ქათმის ბულიონი – 1,5 ლ, მუსკატის დაფქვილი კაკალი – 1 მწიკვი, შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით.
ქათამი შუაში ჩავჭრათ, კანი და რბილი ხორცი ისე მოვაცალოთ, რომ ფრთები და ბარკლები კანთან ერთად დარჩეს. ფარშისათვის, ქათმის ხორცი, ღორის ხორცი და ლორი 2-3 – ჯერ გავატაროთ ხორცსაკეპში. დავამატოთ კვერცხის გულები, მარილი, პილპილი და კარგად ავურიოთ. ლობიო მოვხარშოთ მარილიან წყალში. შემდეგ, ქათმის კანზე მოვათავსოთ ფარშის ერთი ფენა, სოკო, სიმინდი და შემდეგ ფარშის მეორე ფენა. კანის ნაწილები შევაერთოთ და ნემსით და ძაფით ამოვკეროთ. ასე მომზადებული ქათამი 200 ცელსიუს გრადუსზე შევწვათ. შემდეგ გავაციოთ და რამდენიმე საათის განმავლობაში მოვათავსოთ წნეხის ქვეშ. სუფრაზე მიტანისას, გავაფორმოთ მწვანილით. 0