10:51:10     28-09-2015
ფულის გამომუშავება სახლიდან გაუსვლელად - სიახლე ემას კრედიტში

ემას კრედიტში მომხმარებლებისთვის მუდმივად სიახლეებია. ფასდაკლებები, დაბალი საპროცენტო განაკვეთი, გაზრდილი ლიმიტი სესხზე - კომპანია საუკეთესო მომსახურებას აწვდის მომხმარებლებს. ხოლო სწრაფი სესხი 15 წუთში გაიცემა. ამჯერად, ემას კრედიტი კლიენტებს თანხის გამომუშავების საშუალებას აძლევს.
ხშირია შემთხვევა, როცა მომხმარებელს არ უმტკიცდება სესხი. ემას კრედიტი საშუალებას გაძლევთ დაეხმაროთ თქვენს ახლობელს, გახდეთ მისი თავდები და გამოიმუშავოთ ფული. პირობები მარტივია; თქვენ რეგისტრაციას გადიხართ Emma’s credit-ის ვებგვერდზე tavdebi.emmascredit.ge და კომპანიაში აგზავნით პირად მონაცემებს.
იმისათვის, რომ გახდეთ თავდები საჭიროა აკმაყოფილებდეთ გარკვეულ მოთხოვნებს; უნდა იყოთ საქართველოს მოქალაქე 20 წლის ასაკიდან, გქონდეთ დადებითი საკრედიტო ისტორია, ელ-ფოსტა და მობილური ტელეფონი. ემას კრედიტი გადმოგცემთ თავდებობის სერთიფიკატს. ახლობელი სესხის აღებისას სწორედ თქვენი თავდებობის ნომერს მიუთითებს.
თქვენი თანხმობის შემდეგ კი შეძლებს სესხის აღებას. მას შემდეგ, რაც მეგობარი დაფარავს სესხს, ემას კრედიტი გადმოგცემთ გადახდილი სესხიდან სარგებლის და საკომისიოს 30%-ს.
ემას კრედიტი მომხმარებლებს ზუსტად აცნობს ყველა პირობას. კომპანიის მიზანია დაეხმაროს მომხმარებლებს. შესაბამისად, მათ პასუხისმგებლობაზე დამყარებულ დაკრედიტებას სთავაზობს და სესხის ყველა პირობას დეტალურად აცნობს.
ემას კრედიტში მომხმარებლები მხოლოდ გამოყენებულ დღეებზე იხდიან პროცენტს. ახალ მომხმარებლებს კი საშუალება აქვთ პირველი სესხი უპროცენტოდ აიღონ. ეწვიეთ ემას კრედიტის ვებგვერდს და ისარგებლეთ თქვენზე მორგებული პირობებით.
0