21:59:14     25-09-2015
მკვლელობების და ყაჩაღობების სერია საქართველოში - შემზარავი სტატისტიკა
კვირის შემზარავი კრიმინალური სტატისტიკა. კრიმინალები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს იპყრობენ. მკვლელობები და სხვა მძიმე დანაშაულობები კი, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
სტატისტიკა, რომელსაც ახლა ვაქვეყნებთ, მხოლოდ მედიით გავრცელებულ ფაქტებს ეფუძნება. სავარაუდოა რომ მძიმე დანაშაულთა ნუსხა, სინამდვილეში გაცილებით უფრო მრავალფეროვანი და გრძელი იქნება. თუმცა, სრული სიის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე, არ მოგვეპოვება.
მიუხედავად ამისა, ჩვენ მიერ მოპოვებული სტატისტიკის ნაწილიც კი საკმარისია იმის გასააზრებლად, თუ როგორ ბატონობს კრიმინალი ჩვენი ქვეყნის ქალაქებსა თუ სოფლებში.
1. 17/09 - მამაკაცის მკვლელობა ბათუმში.
2. 18/09 - პროკრედიტ ბანკის ყაჩაღობა თბილისში.
3. 19/09 - მკვლელობის მცდელობა ფოთში.
4. 20/09 - ოჯახზე ყაჩაღობა სენაკის მუნიცეპალიტეტში, ფოცხოში.
5. 21/09 - პატრულის მკვლელობის მცდელობა თბილისში.
6. 23/09 - ყოფილი პოლიციელის მკვლელობა თელავში, ავტომატის ჯერით...
7. 24/09 - ოჯახზე ყაჩაღობა თბილისში.
8. 25/09 - მუხიანში ყოფილმა პატიმარმა ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
9. 25/09 - ანაკლიაში საპატრულო პოლიციის ასმეთაურის ცხედარი იპოვეს. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
"შსს-ს არაკომპეტენტური ხელმძღვანელობა, უკვე საკმაო ხანია, საკუთარ ოფიცრებსაც ვეღარ იცავს. პოლიციელებს მხოლოდ იმიტომ ესხმიან თავს, რომ მათ ფორმა აცვიათ, ან ოდესღაც ეცვათ ის. პოლიციელთა ამ გამოცხადებულ დევნას, შსს-ს ხელმძრვანელობა „მშვიდად“ უყურებს და „ელოდება“ მოსალოდნელი ტრაგედიით გამოწვეულ საზოგადოების აღშფოთებას, რომ შემდეგ „აიმაღლოს“ ხმა", - წერს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, ზაზა ჭაია.
თუმცა, მიუხედავად ასეთი უმძიმესი ვითარებისა, ხელისუფლება პრობლემის სიმძიმეს არ იმჩნევს და კვლავ წარმატებებზე გვესაუბრება. "ის ბრძენი კაცი" სოლოლაკის ბორცვიდან კი გვირჩევს რომ კრიმინალს გაგებით მოვეკიდოთ...
0