ყოფილმა პატიმარმა მუხიანში ორი მეზობელი მოკლა ყოფილმა პატიმარმა მუხიანში ორი მეზობელი მოკლა />


  21:50:52     25-09-2015

ყოფილმა პატიმარმა მუხიანში ორი მეზობელი მოკლა

a42640.jpg

მკვლელობების სერია გრძელდება. მუხიანში ორი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ადგილობრივთა განცხადებით, ეჭვმიტანილი ციხიდან ახალი გამოსულია. მან მიმალვა შეძლო. 

მოკლული პირები მეზობლები იყვნენ. როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, ისინი ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ. მათივე ინფორმაციით, მკვლელობის მომენტში დანაშაულში ეჭვმიტანილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის ყოფილი პატიმარია და ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა.

"როგორც ამბობენ, მკვლელი მთვრალი იყო. იარაღი ჰქონდა და წინ და უკან ატრიალებდა. მოკლულებმა ურჩიეს, რომ იარაღი შეენახა, რადგან ეზოში ბავშვები იყვნენ, მან კი აიღო და ამ ადამიანებს ესროლა", - აცხადებენ ადგილობრივები.

0

ავტორი: