8 სხვადასხვა ფსიქოტროპული აფთიაქის ხელმძღვანელი პირები დააკავეს 8 სხვადასხვა ფსიქოტროპული აფთიაქის ხელმძღვანელი პირები დააკავეს />


  11:42:05     25-09-2015

8 სხვადასხვა ფსიქოტროპული აფთიაქის ხელმძღვანელი პირები დააკავეს

a42619.png

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, 8 სხვადასხვა ფსიქოტროპული აფთიაქის ხელმძღვანელი პირები დააკავა. რვავე აფთიაქი დახურულია.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული აფთიაქების ხელმძღვანელობა, ფარმაცევტული კანონმდებლობისა და სანებართვო პირობების დარღვევით, სისტემატურად ახორციელებდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე ყოველგვარი რეცეპტის გარეშე გაცემას.

 აღნიშნულ აფთიაქებში უკანონოდ გაიცემოდა ისეთი ძლიერი ფსიქოტროპული მედიკამენტები, როგორებიცაა დიაზეპამი, ბაკლოსანი, გაბაპენტინი, გაბაგამა და სხვა. ამ დანაშაულებრივი გზით, 8 აფთიაქის მიერ, 2014 წლიდან 2015 წლის 24 მარტამდე, უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა ჯამში 5 809 231 ლარი შეადგინა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის  პირველი ნაწილით, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე წარმოებას კრძალავს და  ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე. 0

ავტორი: