კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ექიმი დააკავეს კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ექიმი დააკავეს />


  11:45:16     24-09-2015

კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ექიმი დააკავეს

a42548.jpg

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სტაციონარული განყოფილების გამგე ადა ს. დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ადა ს. მის ნაცნობ პიროვნებას დაჰპირდა, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ მოქალაქე ს.ნ-ს მოუგვარებდა ყველა საჭირო საკითხს და დაჩქარებული წესით ჩასვამდა ნარკომანიის ჩანაცვლებით სპეციალურ პროგრამაში საცხოვრებელი მისამართის მიხედვით. ადა ს-მ აღნიშნული პროცედურების მოგვარების სანაცვლოდ მის ნაცნობ ქალბატონს მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი.

გამოძიება კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.

0

ავტორი: