11:16:29     28-03-2011
რენე მარგრიტი – კონტრასტების მოყვარული სიურეალისტი
რენე მაგრიტი, ბელგიელი მხატვარი-სიურეალისტი, 1898 წელს დაიბადა. 1916-18 წლებში ბრიუსელის ხელოვნების სამეფო აკადემიაში სწავლობდა. თავდაპირველად, მხატვრის შემოქმედება ფრანგი კოლეგის, ფერნან ლეჟეს დიდ გავლენას განიცდიდა.
1922 წელს, მარგრიტი ჟორჟეტ ბერგერზე დაქორწინდა, რომელიც 15 წლის ასაკში გაიცნო. ქორწინების შემდეგ, მეუღლე მხატვრის ერთადერთი მოდელი გახდა. 1925 წელს, მარგრიტი დადაისტების ჯგუფში გაერთიანდა, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალებთან.
1927-30 წლებში, საფრანგეთში ცხოვრებისას, რენე მარგრიტი სიურეალისტების ჯგუფს დაუახლოვდა, კერძოდ, მაქს ერნსტომს, სალვადორ დალის, ანდრე Bრეტონს, ლუი ბუნიუელს. განსაკუთრებით კი, პოეტ პოლ ელუარს დაუმეგობრდა.
პარიზში ჩამოყალიბდა და დასრულებული სახე მიიღოს მხატვრის შემოქმედებითმა სტილმა, რომელიც შემოქმედის სიცოცხლის ბოლომდე უცვლელი დარჩა.
რენე მარგრიტის თითოეული სურათი იდუმალების შეგრძნებას ტოვებს: “ცრემლების თაიგული,” “სინათლის იმპერია,” “მშვენიერი სამყარო” თუ სხვა, თავისებური და განუმეორებელია.
მარგრიტი ოსტატურად ქმნიდა კონტრასტებს ირეალური საგნების და ჩვეულებრივი მოვლენების უცნაური შეხამებით, ამ მიზნით, მხატვარი აქტიურად იყენებდა თავის სურათებში სიმბოლოებს: სარკეს, თვალს, სარკმელს...
მხატვრის შემოქმედებაში, მისი ფილოსოფიით და ლიტერატურით გატაცებაც აისახა. რენე მარგრიტი 1967 წელს, 15 აგვისტოს, ბრიუსელში, 69 წლის ასაკში, კიბოთი გარდაიცვალა. 0