ამ წუთებში ოზურგეთში სპეცოპერაცია მიმდინარეობს ამ წუთებში ოზურგეთში სპეცოპერაცია მიმდინარეობს />


  11:09:56     23-09-2015

ამ წუთებში ოზურგეთში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

a42494.jpg

"გურიანიუსის" ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთში,  ზვანის უბანში  ერთერთ   საცხოვრებელ ბინაში სამართალდაცველები იმყოფებიან,. ისინი ახალგაზრდა მამაკაცის დაკავების  ოპერაციას ახორციელებენ. როგორც მეზობლები  და ოჯახის ახლობლები  აცხადებენ,  პოლიციამ  გ.მ.–ს  საცხოვრებელ სახლში საბრძოლო მასალა ამოიღო. ეჭვმიტანილის ბიძის თქმით, სამართალდამცავებმა მის ძმიშვილს ტყვიები ჩაუდეს.  

გ. მ.  რამოდენიმე თვის წინ დაკავებული იყო ირაკლი ქილიფთარის  მკვლელობის გამო. მაგრამ მას   მკვლელობა ვერ  დაუმტკიცეს  და რამოდენიმე თვეში გაათავისუფლეს.

ოჯახის წევრების თქმით,  სამართალდამცავები გადაკიდებული არიან  ახალგაზრდაზე და  უკანონოდ ცდილობენ გ. მ.–ს დაკავებას .

შსს–ს კომენტარს  ამ თემასთან დაკავშირებით,  მოგვიანებით  შემოგთავაზებთ.

ამ წუთებში  გ.  მ.–ს   ბინაში სამართალდამცავები იმყოფებიან, თუმცა არც ოჯახის წევრები და არც მეზობლები  მათ დაწერლ ოქმს ხელა არ აწერენ.  პოლიციამ  ეჭვმიტანილის საცხოვრებელ  ბინაში  მედიის წარმომადგენლები არ შეუშვა.

0

ავტორი: