10:13:39     28-03-2011
ხახვის სუპი ბელგიურად
მასალა: ხახვი – 675 გრამი, კარაქი – 50 გრამი, ტომატი – 1 სუფრის კოვზი, შაქარი – 2 ჩაის კოვზი, ხორბლის ფქვილი – 2 ჩაის კოვზი, ძროხის ხორცის ბულიონი – 1 ლიტრი, ნახევარი ფრანგული ფუნთუშა, გახეხილი შვეიცარიული ყველი – 50 გრამი, მარილი, პილპილი, ქიშმიში – გემოვნებით.
გაცხელებულ ცხიმში ჩავაყაროთ მსხვილ ნაჭრებად დაჭრილი ხახვი და ჩაუმატოთ შაქარი. მოვუკლოთ ცეცხლს და 20-30 წუთი ვხრაკოთ. დავუმატოთ ფქვილი და ხუთი წუთი ვურიოთ. შემდეგ დავასხათ ბულიონი, ჩავაყაროთ მარილი და პილპილი, ჩავუმატოთ ტომატი. ნელ ცეცხლზე 15 – 20 წუთი ვადუღოთ. ფრანგული ფუნთუშა დავჭრათ ნაჭრებად. ნაჭრები შევწვათ ჯერ ერთ მხარეს, შემდეგ გადმოვაბრუნოთ, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და შევწვათ მეორე მხარეს, ოქროსფერ-მოყავისფრო შეფერილობის მიღებამდე. ყოველ თეფშზე მოვათავსოთ ფუნთუშის ნაჭერი და დავასხათ სუპი. ჩავაყაროთ ცოტაოდენი ქიშმიში. 0