23:20:01     18-09-2015
საქართველოს თავდაცვის მინისტრი: „ჩვენ გმირულად დავიღუპებით“
HARDTALK-ის შეკითხვას, ხომ არ აპირებენ რუსეთი და საქართველო გაიმეორონ 2008 წლის საომარი მოქმედებები, თინათინ ხიდაშელმა უპასუხა: „თუკი მსოფლიო ისეთივე სუსტ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს მიმართ, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში ხდება, თუკი მსოფლიო ვეღარ დაიცავს საერთაშორისო მშვიდობას, თუკი ნატო განაცხადებს, რომ სწორედ აქ მთავრდება მშვიდობა - მაშინ დიახ, ეს განმეორდება.“
თინათინ ხიდაშელმა ასევე დაამატა, თუკი ეს მოხდება მანამ, სანამ ჩვენ შევალთ ნატოში: „ჩვენ გმირულად დავიღუპებით, სხვას ვერაფერს ვიღონებთ.“
0