14:47:44     16-09-2015
ზეთში მოხრაკული მწვანე პამიდორი ზამთრისთვის
ამ რეცეპტით ყოველ ზამთარს ვამზადებ პამიდორს და მერწმუნეთ ყველა აღტაცებული მრჩება.
ინგრედიენტები:
მწანე პამიდორი
5 კგ
ხახვი
1,5 კგ
ზეთი
750 მლ
ნიორი
250გრ
ნიახური, ოხრახუში,რეჰანი
თითო მოზრდილი კონა
ძმარი
0,5 ლ
მარილი
0,5 ჩჭ
ხმელი ქინძი
2 ჩკ
ზაფრანა
1,5 ჩკ
უცხო სუნელი
2 ჩკ
მწარე წითელი წიწაკა
გემოვნებით
1.გავრეცხოთ საშუალო ზომის მწვანე პამიდორი, დავჭრათ
თხელ რგოლებად, ჩავყაროთ მდუღარე წყალში, გავაჩეროთ 5 წუთი და გადავიღოთ
სწურზე, რომ კარგად დაიწუროს.
2. ნიორი, ნიახური, ოხრახუში, რეჰანი კარგად გავრეცხოთ, გავაშროთ, გავატაროთ ხორცსაკეპში ან დავჭრათ ძალიან წვრილად.
3. ხახვი კარგად მოვშუშოთ ზეთში, 10 წუთის შემდეგ დავაყაროთ პამიდორი და ნელ ცეცხლზე ვშუშოთ.
4.
ძმარი წამოვდუღოთ, ჩავყაროთ შიგ მარილი, წიწაკა, ხმელი ქინძი, ზაფრანა,
უცხო სუნელი. ეს ყველაფერი დავასხათ მოშუშულ ხახვიან პამიდორს, დავამატოთ
მომზადებული ნიორი და მწვანილი, კარგად ავურიოთ, ჩავტენოთ მის
ქილებში,გავუკეთოთ სტერილიზაცია 10 წუთი (წყლის ადუღებიდან), მოვხუფოთ და
შევინახოთ მშრალ, გრილ ადგილას.
ნუ შეინახავთ რეცეპტს მხოლოდ თქვენთვის, გაუზიარეთ ახლობლებს!
gemrielia.ge
0