14:46:12     16-09-2015
ხბოს ხორცის უგემრიელესი კერძი

ინგრედიენტები:
ხბოს ხორცი
1 კგ
ხახვი
1 მოზრდილი
პომიდორი
2 ცალი
ბულგარული წიწაკა
4 ცალი
ნიორი
4-5 კბილი
მარილი და წიწაკა
გემოვნებით
ხბოს ნეკნები დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად, დაასხით წყალი
და შემოდგით ცეცხლზე. მოხარშვამდე ცოტა ხნით ადრე ჩაამატეთ ალყა-ალყა
დაჭრილი ხახვი, ოთხად დაჭრილი პომიდორი და ბულგარული წიწაკა ( თუ ბულგარულს
ფერადს შეარჩევთ უკეთესია), ნიორი და კარგად მოხარშეთ. ბოლოს შეკმაზეთ
მარილით და წიწაკით, ამოურიეთ და გამორთეთ.
სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.
gemrielia.ge
0