ქორჭილა ბოსტნეულით ქორჭილა ბოსტნეულით />


  11:08:09     26-03-2011

ქორჭილა ბოსტნეულით

a4463.jpg

მასალა: ზღვის ქორჭილას ფილე – 500 გრამი, ხახვი – 1 თავი, კარტოფილი – 4 ცალი, ყაბაყი – 200 გრამი, სტაფილო – 2 ცალი, პომიდორი – 2 ცალი, რეჰანი და ოხრახუში – 20-20 გრამი, მაგარი ყველი – 100 გრამი, ზეთი – 3 სუფრის კოვზი, ნატურალური იოგურტი – 100 გრამი, დაფნის ფოთოლი – 1 ცალი, შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით.   

 

კარტოფილი, სტაფილო და ყაბაყი დავჭრათ, დავჭრათ ასევე ხახვი – რგოლებად. კარტოფილი და ყაბაყი ზეთში შევწვათ. დავჭრათ ქორჭილას ფილე, პომიდორი და მწვანილი. ცხიმწასმულ ტაფაზე მოვათავსოთ შემწვარი კარტოფილის და დაჭრილი პომიდვრის ნახევარი, შემდეგ მწვანილი, ფილეს ნაჭერი, შემწვარი ყაბაყი, დაჭრილი სტაფილო. შემდეგ ფენად, ისევ პომიდორი, მწვანილი, კარტოფილი, ფილე და ბოლოს, დაფნის ფოთოლი. ყოველ ფენას მარილი და პილპილი მოვაყაროთ. ზედა ფენას დავასხათ იოგურტი და მოვაყაროთ გახეხილი ყველი. ვაცხოთ 20 წუთი. მომზადებული კერძი გავაფორმოთ მწვანილით.

0

ავტორი: