10:56:10     26-03-2011
სამეფო ქორწილში ელტონ ჯონი იმღერებს
პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის ქორწილის ჩანაწერი აუდიოალბომის სახით გამოიცემა. ამის შესახებ ინფორმაციას საიტი “Gigwise” ბრიტანულ ტაბლოიდ “The Sun” – ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ალბომის სახელწოდება “სამეფო ქორწილი: ოფიციალური ალბომი” იქნება და გაყიდვაში ციფრულ ფორმატში გამოვა.
როგორც ცნობილია, უილიამის და ქეითის ქორწინება 2011 წლის 29 აპრილს, ვესტმინსტერის სააბატოში შედგება. ღონისძიებაზე 1900 სტუმარს ელიან. ცერემონიას მუსიკალურად ლონდონის კამერული ორკესტრი, სამეფო კაპელა და სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ორკესტრი გააფორმებს.
ქორწილში მოწვეული იქნება ელტონ ჯონიც. თუმცა, კონკრეტულად რას შეასრულებს მოღერალი, ამის შესახებ, ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. 0