23:09:59     13-09-2015
უკანა ფშავში ორი მწყემსი მოკლული იპოვეს
უკანა ფშავში ორი მწყემსი მოკლული იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაციას ,,რუსთავი 2” ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ერთ-ერთ მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თავში, მეორეს კი გულ-მკერდის არეში აღენიშნება. ადგილობრივების განცხადებით, გატაცებულია ცხვრის ნაწილიც.
აზერბაიჯანელი და ქართველი მწყემსები მოვაჭრემ შემთხვევით მაშინ აღმოაჩინა, როდესაც ცხვირს საყიდლად უკანა ფშავში ჩავიდა. მხარის გუბერნატორის ინფორამციით, მათი გადმოსვენება შსს-ს ვერტფრენებით მოხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
0