ყვარელში მამაკაცმა მეუღლე მოკლა - დამნაშავე დაკავებულია ყვარელში მამაკაცმა მეუღლე მოკლა - დამნაშავე დაკავებულია />


  13:17:09     12-09-2015

ყვარელში მამაკაცმა მეუღლე მოკლა - დამნაშავე დაკავებულია

a41895.jpg

შსს-ს ცნობით, ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მამაკაცმა, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს - 1965 წელს დაბადებულ ლალი თ-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად , 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შალვა ს. ოჯახში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

"დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოღებულია. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება ოჯახში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით). 0

ავტორი: