11:34:14     10-09-2015
ქრთამის აღების ფაქტზე აჭარაში ჩინოვნიკი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა შუახევის მუნიციპალიტეტში, დიდი ოდენობით ხე-ტყის მასალის უკანონოდ მოჭრის, დამზადებისა და ბათუმამდე ტრანსპორტირებაში მფარველობის სანაცვლოდ, მოითხოვა და აიღო 500 ლარი.
გამოძიება გრძელდება. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.
0