შს სამინისტრო: მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია შს სამინისტრო: მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია />


  11:31:36     10-09-2015

შს სამინისტრო: მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

a41831.jpg

ბათუმში ორი მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიების ცნობით, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.
 
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე  [მუხლი 108. განზრახ მკვლელობა] და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.  [მუხლი 236. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება].

ინფორმაციას გაზეთი "ბათუმელები" ავრცელებს.

0

ავტორი: