,,გამოიმუშავე ფული’’ -  სიახლე ემას კრედიტის მომხმარებლებს ,,გამოიმუშავე ფული’’ - სიახლე ემას კრედიტის მომხმარებლებს />


  11:31:58     10-09-2015

,,გამოიმუშავე ფული’’ - სიახლე ემას კრედიტის მომხმარებლებს

a41830.jpg

ონლაინ სესხი მომხმარებლებს დიდ დახმარებას უწევს გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯების დროს. კომპანია ემას კრედიტი კი თავის მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს სესხზე. სესხის აღება სულ რაღაც 15 წუთში, სახლიდან  გასვლის გარეშე, ფასდაკლება როგორც ახალ, ასევე ერთგულ კლიენტებს, პირველი სესხის უპროცენტოდ აღების შესაძლებლობა.

 ემას კრედიტს მომხმარებლებისთვის სიახლე აქვს. ამიერიდან მათ ფულის გამომუშავების შესაძლებლობაც ეძლევათ. თუკი თქვენს მეგობარს ან ახლობელს არ უმტკიცდება სესხი, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მას. გახდეთ თავდები და გამოიმუშავოთ თანხა. პროცედურა მარტივია; თქვენ რეგისტრაციას გაივლით ემას კრედიტის ვებგვერდზე  tavdebi.emmascredit.ge, რის შემდეგაც ემას კრედიტი მოგცემთ თავდებობის სერთიფიკატს. თქვენი მეგობარი სესხის აღებისას განაცხადს თქვენი თავდებობის ნომრით გააკეთებს, ამის შემდეგ თქვენ დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ, რისი დასტურის შემდეგაც თქვენი ახლობელი შეძლებს სესხით სარგებლობას.

  გაინტერესებთ რა არის საჭირო თავდებობისთვის? - კარგი საკრედიტო ისტორია, ასაკი 20 წლიდან, საქართველოს მოქალაქეობა და პლასტიკური ბარათის ფლობა. როდესაც თქვენი მეგობარი სესხს დროულად დაფარავს, თქვენ მიიღებთ გადახდილი სესხიდან სარგებლის და საკომისიოს 30%-ს.

   ემას კრედიტი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლებზე. კომპანიაში სესხის პირობებიც გაუმჯობესდა. მომხმარებელი მხოლოდ იმ პერიოდის პროცენტს იხდის, რა დროშიც სესხის თანხას ფარავს. კომპანიას ასევე ხშირად აქვს სხვადასხვა წამახალისებელი აქციები. აირჩიეთ ემას კრედიტი და ისარგებლეთ სწრაფი ონლაინ სესხით უკეთესი პირობებით. 

0

ავტორი: