10:38:29     10-09-2015
"კორტების სპეცოპერაციის" საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის არსებითი განხილვა დღეს გაგრძელდება. პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება.
პროცესზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხება, რის შემდეგაც უკვე დაცვის მხარის მოწმეები წარდგებიან.
ადვოკატების თქმით, არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულები, რომელიც მათ ბრალეულობას დაადასტურებს.
განზრახ მკვლელობის, განზრახ უკანონო დაკავებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებებით 11 ადამიანია დაკავებული.
0