02:07:47     10-09-2015
რა მოხდა მამულიჩას პროცესზე – მოტყუებული ჟურნალისტები
შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებული კახა მამულაშვილი (მამულიჩა), დღეს გაათავისუფლეს. საქალაქო სასამართლოში პროცესზე მყოფი ერთ–ერთი ჟურნალისტი, რომლის სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ, Mediamall.ge-ს დაუკავშირდა და აღნიშნა, რომ პროცესზე ჟურნალისტები არ შეუშვეს. გთავაზობთ მის კომენტარს:
"გუშინ დავურეკე პრესსამსახურს და ვკითხე მამულიჩას პროცესი რომელ საათზე ჩატარდებოდა 12 დარბაზში. რომ მივედი 12 დარბაზი დაკეტილი იყო, რაღაც სხდომა მიმდინარეობდა. დამთავრდა სხდომა, შევედით და ჟურნალისტები დიდი ხანი ველოდებოდით. ამ დროს გამოვიდა პროკურორი და ვკითხეთ, რა ხდებოდა, პასუხი იყო ის, რომ მხარეები აგვიანდებდნენ, რაზეც ჯარიმა იყო. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ვიგებთ, რომ კახი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, იქ მყოფმა ერთ–ერთმა ჟურნალისტმა იკითხა, თუ რა ხდებოდა და რატომ არ შეგვიშვეს, მიზეზად კი დაასახელეს ის, რომ 12 ოთახში, რომელიც პირველ სართულზე მდებარეობს, მიკროფონი გაფუჭებული იყო და ჩატარდა სხვა დარბაზში. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია პროცესზე დასწრება, ალბათ ეს "მოტეხვის" მცდელობა იყო. ინფორმაციის გარეშე დაგვტოვეს ჟურნალისტები, რის საფუძველზე და როგორ, ჩვენთვის უცნობია და ბევრი კითხვა ჩნდება."
mediamall.ge
0