„კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა />


  16:53:26     08-09-2015

„კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა

a41731.jpg

დღეს გაიმართა კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე. დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ბრალდების ოთხი მოწმე.

ერთ-ერთი დაკითხული იყო ექსპერტი, რომელმაც დაადასტურა, რომ ვიდეო-აუდიო კასეტა, სადაც გიორგი ცააძისა და ედუარდ სინდოიანის საუბარია ჩაწერილი არის უწყვეტი და მასზე მონტაჟის კვალი არ არის.

მეორე მოწმე იყო მერაბ ბაღათურია, მისი ჩვენებიდან დგინდება, რომ მას გიორგი ცააძის მიერ საკონტროლო გასროლების შესახებ არაფერი არ გაუგია. ასევე არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, ავტომანქანაში რომელსაც ვაზაგაშვილი მართავდა იარაღი ჩადეს. მერაბ ბაღათურიას ჩვენება გამორიცხავს ბრალდების მოწმის კერძოდ, კობა გოგატიშვილის ჩვენებას. ბაღათურია არ ადასტურებს, რომ ცააძემ შემთხევის ადგილზე მას უთხრა, „რაც ვესროლე არცერთი არ ავაცდინე“. გამომდინარე აქედან გოგატიშვილი ცრუობს. დღესვე დაიკითხა მოწმე მათითაშვილი, რომელმაც არაფერი იცის საკონტროლო გასროლების შესახებ, არც ის არის ფაქტის უშუალო თვითმხილველი. მას მონაწილეობა არ მიუღია სპეცოპერაციაში, ის მას შემდეგ მივიდა შემთხვევის ადგილზე, რაც გამოიძახეს და პერიმეტრის დაცვა დაავალეს. მათითაშვილი ასევე არ ფლობს ინფორმაციას საკონტროლო გასროლებისა და იარაღის ჩადების შესახებ. რაც შეეხება მოწმე ვიქტორ ხიზანიშვილს, მისი ჩვენება კონკრეტულ ინფორმაციას არ შეიცავს. იგი აგებულია ჭორებზე. ხიზანიშვილი ვერ უთითებს ინფორმაციის კონკრეტულ წყაროს და მისი ნაამბობის ნამდვილობის გადამოწმება შეუძლებელია, რაც გვაძლევს საფუძველს, რომ მისი ჩვენება არასარწმუნოდ მივიჩნიოთ“- განაცხადა დაკავებული ირაკლი ფირცხალავას ადვოკატმა დავით ხაჟალიამ.

პროცესს არ ჩაუვლია ხმაურის გარეშე. საქმის განხილვისას მოხდა დაპირისპირება და ალექსანდრე ხუბულოვის მეუღლეს და სიდედრს დარბაზი დაატოვებინეს.

სავარაუდოდ მათ განხილვის დასრულებამდე არ მიეცემათ პროცესებზე დასწრების უფლება.

სასამართლოზე ბრალდებულმა გიორგი ცააძემ მოითხოვა ვიდეო მასალის ჩვენება. ამის შემდეგ, რაც სასამართლოს დარბაზში ვიდეო მასალის ჩვენება დაიწყო, ზურაბ ვაზაგაშვილთან ერთად მოკლული ალექსანდრე ხუბულოვის სიდედრმა ბრალდებულების მიმართ შეურაცხმყოფელი რეპლიკა გააკეთა, რასაც დარბაზში დაპირისპირებულ მხარეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოყვა. ალექსანდრე ხუბულოვის მეუღლემ კი დარბაზში მყოფ ერთ-ერთ პირს შეაფურთხა, რის შემდეგაც მანდატურებმა ის დარბაზიდან გაიყვანეს.
ასევე სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს ხუბულოვის სიდედრი რუსუდან თურმანიძე. მისი თქმით, ალექსანდრე ხუბულოვს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა და ათი წელია.

განცხადება არ გაუკეთებია, დღეს კი ბრალდებულების გამოსვლების შემდეგ თავი ვეღარ შეიკავა.

„კორტებთან დანაშაული არ მომხდარა, კორტებთან უდანაშაულოდ არიან ჩახოცილები. ეს არ აპატია საქართველომ იმიტომ, რომ აყურებინეს სასაკლაოს. რატომ იხსნება კორტებთან ცეცხლი, რატომ მიყავთ 50 სპეცნაზი თუ არ არის გაზრახ მკვლელობა,“ - განაცხადა რუსუდან თურმანიძემ.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი კვლავ გრძელდება.

2006 წლის 2 მაისის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულებულები არიან როგორც სპეცოპერაციის მონაწილე რიგითი სპეცრაზმელები, ასევე ხელმძღვანელები ირაკლი ფირცხალავა, კახა ნაკანი, ლევან ბეროძე, გიორგი ცააძე და გიორგი კვინიკაძე. მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, ხოლო რიგითი სპეცრაზმელების საქმის განხილვა - ერთ წარმოებად მიმდინარეობს.
0

ავტორი: