"საბა 2015"-ის გამარჯვებულები უკვე ცნობილია "საბა 2015"-ის გამარჯვებულები უკვე ცნობილია /> "/> " />


  11:41:35     08-09-2015

"საბა 2015"-ის გამარჯვებულები უკვე ცნობილია

a41703.png

გუშინ ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბას“ 2015 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ :

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - გიორგი წიკლაური, პიტერ აკროიდის
„ლონდონი", თარგმანი (გამომცემლობა „აზრი");

საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - მალხაზ ხარბედია, „ტექსტი და სიმართლე" (გამომცემლობა „აზრი");

საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა - ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

საუკეთესო თარგმანი - ხათუნა ცხადაძე - უმბერტო ეკოს „პრაღის სასაფლაო“ (გამომცემლობა „დიოგენე");

ლელა დუმბაძე - ვირჯინია ვულფის "გზა შუქურისკენ" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა);

საუკეთესო პიესა - ჟიურის გადაწყვეტილებით, პიესის ნომინაციაში 2015 წელს, ლიტერატურული პრემია „საბა“ არ გაიცა. მათივე გადაწყვეტილებით, ჯილდო, რომელიც

განსაზღვრული იყო პიესის ნომინაციისთვის, არ გაუქმდა და ერთ-ერთ ნომინაციაში ორი გამარჯვებული გამოვლინდა.

საუკეთესო პროზაული კრებული - გოგი ჩაგელიშვილი, „მხატვარი" (გამომცემლობა „ინტელექტი");

საუკეთესო პოეტური კრებული - პაატა შამუგია, „შიზოგადოება" (გამომცემლობა „ინტელექტი");

საუკეთესო რომანი - აბო იაშაღაშვილი, „როიალ-მერი" (გამომცემლობა „დიოგენე");

ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი - ქრისტიანე ლიხტენფელდი - ოთარ ჭილაძის რომანის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ გერმანული თარგმანისთვის;

პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის- ბესიკ ხარანაული;

 
“საბა 2015“-ის დაჯილდოება გუშინ, ივანე მუხრანბატონის ისტორიულ სასახლეში გაიმართა.
საღამოს მუსიკალურად სიმფონიური ორკესტრი აფორმებდა ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით.
ლიტერატურული პრემია "საბა" უკვე 12 წელია არსებობს 0

ავტორი: