საშინელი ტრაგედია - 16 წლის ორსული გოგო ცოცხლად დამარხეს საშინელი ტრაგედია - 16 წლის ორსული გოგო ცოცხლად დამარხეს />


  23:32:55     07-09-2015

საშინელი ტრაგედია - 16 წლის ორსული გოგო ცოცხლად დამარხეს

a41694.jpg

გონდურასის ერთ-ერთ ქალაქში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. 16 წლის ორსული გოგო, შემთხვევით ცოცხლად დამარხეს. ის, რომ ნაისი პერესი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, დაკრძალვიდან ერთი დღის შემდეგ შეიტყვეს.

ერთ დღეს ნაისი საპირფარეშოში წავიდა, ძალიან დიდი ხანი, რომ არ გამოჩნდა, მისი მშობლები ანერვიულდნენ და მის სანახავად გაემართნენ. გარეთ გასულებმა, გოგონა მიწაზე დაცემული იპოვეს, ის იმანჭებოდა და პირიდან დუჟი გადმოსდიოდა.

იქიდან გამომდინარე, რომ ნაისის მშობლები ძალიან რელიგიურები იყვნენ, მათ ჩათვალეს, რომ გოგონა ეშმაკით იყო შეპყრობილი. ამიტომ, მშობლებმა მოძღვარს დაუძახეს, რათა ეგზორციზმის რიტუალი ჩაეტარებინა. სამწუხაროდ ეშმაკის განდევნამ არანაირი შედეგი გამოიღო და გოგონა სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა. ექიმი მხოლოდ იმიტომ გამოიძახეს, რომ მისი გარდაცვალება დაედგინა.
ნაისის საქორწილო კაბა შემოსეს და ბეტონის სამარხში დაკრძალეს. მეორე დღეს საფლავზე მისულმა ქმარმა, სამარხიდან კივილი და ბრახუნი გაიგონა.

ის მაშინვე ოჯახის წევრებთან გაიქცა, დაბრუნებულებმა ბეტონის საფლავის დანგრევა დაიწყეს. კუბო ამოიღეს, თუმცა უკვე გვიანი იყო...გოგონას სხეული ჯერ კიდევ თბილი იყო, ხოლო ხელები სულ დალურჯებული. ნაისი საავადმყოფოში მიიყვანეს, რათა ისევ  მისი გარდაცვალება დაედგინათ. ახლობლებს, მეორედ მოუწიათ მისი დაკრძალვა.

მედიკოსები თვლიან, რომ გოგონას კატაპლექსიის შეტევა ჰქონდა. ასეთ დროს სხეული ითიშება და ადამიანი არაფერზე რეაგირებს. დიდი სტრესისგან ან შიშისგან შესაძლოა გულიც კი გაჩერდეს. მსობლები ამბობენ, რომ როდესაც ნაისი გარეთ იყო გასული, გასროლის ხმები ისმოდა, შესაძლოა სწორედ ამ დროს შეეშინდა გოგონას და შეტევა დაემართა.

 

მომზადებულია MediaMall.ge-ს მიერ

0

ავტორი: