14:21:30     07-09-2015
უგემრიელესი და მარტივად მოსამზადებელი ვაშლის დესერტი
ყველაზე მარტივად მოსამზადებელი დესერტი, რომლისთვისაც ცომის მოზელაც კი არ დაგჭირდებათ — „ვაშლის ქრამბლია“.
ინგრედიენტები:
150 გ
ფქვილი;
125 გ
შაქარი;
80 გ
კარაქი (შეგიძლიათ გამოიყენოთ სამარხვო მარგარინი)
ვანილი
4-5 საშუალო
ზომის ვაშლი
1 ჩ.კ. დარიჩინი
1 ს.კ. კონიაკი
ნუშის
ფირფიტები
(ან თხლად დათლილი ნიგოზი)
ეს დესერტი,გარდა იმისა, რომ ძალიან
გემრიელია, ძალიან ადვილი მოსამზადებელიცაა, თქვენ მისთვის სპეციალური ცომის
მოზელა არ დაგჭირდებათ, საკმარისია ოდნავ შერბილებულ, წინასწარ დაჭრილ კარაქს
დაამატოთ ფქვილი, შაქარი, ვანილი და ხელით მანამდე შეურიოთ, სანამ ფხვიერ,
ქვიშისებურ მასას არ მიიღებთ.
შემდეგ გათალეთ ვაშლი, რომელიც თქვენი
სურვილისამებრ შეიძლება ოდნავ მომჟაო, ან ტკბილი იყოს, დაჭერით კუბიკებად და
გადაიტანეთ საცხობ ფორმაში.
ვაშლს მოასხით ცოტა კონიაკი და მოაფრქვიეთ დარიჩინი არომატისათვის,ყველაფერი ეს დაფარეთ წინასწარ მომზადებული ფხვიერი ცომით.
შეგიძლიათ მოაყაროთ ნუშის ან ნიგვზის თხელი ფირფიტები.
ვაშლის ქრამბლი უნდა გამოაცხოთ ღუმელში 200 გრადუსზე, მის მოსამზადებლად 20-30
წუთი დაგჭირდებათ, ღუმელის სიმძლავრის შესაბამისიდა. როცა ზემოდან შეოქროსფერდება-ქრამბლი
მზადაა.
შეგიძლიათ მიირთვათ ნაყინთან ან
ათქვეფილ ნაღებთან ერთად.
ვაშლი შეგიძლიათ ჩაანაცვლით სხვა ხილით, თქვენი სურვილისამებრ.
მაგალითად, მსხლით, ალუბლით ან რამე მომჟაო კენკით.