10:49:18     01-09-2015
სარფის საბაჟო პუნქტზე მამაკაცი ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით დააკავეს
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში 1990 წელს დაბადებული მამაკაცი შმაგი შ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 11,331 გრ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის თანახმად 4,5365 გრ ჰეროინს შეიცავს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
0