11:24:49     25-03-2011
ლიბიის ოპერაციის სახელწოდება კომპიუტერმა შეარჩია
ლიბიაში ამერიკული და ბრიტანული სამხედრო ოპერაციის კოდური სახელწოდება კომპიუტერმა შეარჩია. ამ ინფორმაციის გავრცელებამდე, დასავლურ მედიაში დებატები და აზრთა გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობდა, იმასთან დაკავშირებით, თუ რა დაფარულ აზრს შეიცავდა სახელწოდება.
აღმოჩნდა, რომ ოპერაციის სახელის არჩევა სპეციალური პროგრამის მიხედვით მოხდა, რომელიც სახელებს შემთხვევით არჩევს. “ბი-ბი-სის” ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ ყველა საომარი ოპერაციის სახელის შერჩევა, სწორედ ამ პრინციპით ხდება.
სამხედრო მაღალჩინოსნების განმარტებით, ეს კეთდება იმიტომ, რომ სამხედრო კამპანიის სახელწოდებას არანაირი აზრობრივი და იდეოლოგიური დატვირთვა არ ჰქონდეს.
ანალოგიურ მეთოდს იყენებს აშშ-იც. ლიბიის ოპერაციის “ოდისეის განთიადის” სახელი კომპიუტერულმა პროგრამამ წარმოადგინა, თუმცა, ამ შემთხვევაში, სამხედროებს პირველი სიტყვის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, რომელთაგან პენტაგონი “ოდისეიზე” შეჩერდა. 0