ნეთანიაჰუმ ირანს რუსეთიდან “შეუტია” ნეთანიაჰუმ ირანს რუსეთიდან “შეუტია” />


  11:21:49     25-03-2011

ნეთანიაჰუმ ირანს რუსეთიდან “შეუტია”

a4421.jpg

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, მოსკოვში ვიზიტისას, ირანსა და ლიბიაზე ისაუბრა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ “პირველ რიგში, ჩვენ უნდა გვიხაროდეს, კადაფი ბირთვულ იარაღს რომ არ ფლობს.

 

შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა მსოფლიო, თუ ლიბიის პრეზიდენტს ეს იარაღი ექნებოდა. ვფიქრობ, სიტუაცია იქნებოდა საშინელი, თქვენთვისაც და ჩვენთვისაც, მთელი დედამიწისთვის.” – აღნიშნა ისრაელის მეთაურმა.

 

ნეთანიაჰუს თქმით, “ახლო აღმოსავლეთში, ამ არასტაბილურ და ფეთქებადსაშიშ რეგიონში, არის რეჟიმები, რომლებიც დღეს ბირთვული შეიარაღების შექმნაზე მუშაობენ. ერთერთი ასეთი რეჟიმი თეირანში, ხელისუფლებაში იმყოფება.

 

მებრძოლი ისლამური რეჟიმი, მსოფლიოს ბატონობაზე ოცნებობს, ჩვენ კი ვალდებული ვართ, შევაჩეროთ. დასამხობია არა მხოლოდ კადაფი, არამედ თეირანის რეჟიმიც,” – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
0

ავტორი: