ხულოში, მწვანე ტბაში ჩაძირული იარაღი იპოვეს ხულოში, მწვანე ტბაში ჩაძირული იარაღი იპოვეს />


  15:15:27     31-08-2015

ხულოში, მწვანე ტბაში ჩაძირული იარაღი იპოვეს

a41341.jpg

ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2 200 მეტრ სიმაღლეზე, მწვანე ტბაში ჩაძირული იარაღი აღმოაჩინეს.

ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, იარაღი მყვინთავებმა ექსპედიციის დროს აღმოაჩინეს.

მათი განცხადებით, ტბაში ყუმბარმტყორცნები და საბრძოლო იარაღი დაახლოებით 18 მეტრის სიღრმეზეა განთავსებული. ისინი ადგილობრივებსა და ტურისტებს ტბაში ბანაობისგან თავის შეკავების ურჩევენ.

მყვინთავების ინფორმაციით, იარაღი ტბაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის, ასლან აბაშიძის დროს სპეცრაზმელებმა გადაყარეს.

გავრცელებული ცნობით, იარაღი პირველად 2006 წელს შეამჩნიეს, თუმცა მისი ამოღება ამ დრომდე არ მომხდარა.

შსს-ს ცნობით, ტბის გაწმენდა უკვე დაწყებულია. 0

ავტორი: