მჟაუნას წვნიანი მჟაუნას წვნიანი />


  10:42:17     25-03-2011

მჟაუნას წვნიანი

a4417.jpg

მასალა: ხახვი – 2-3 თავი, ზეთი – ნახევარი ჩაის ჭიქა, ბრინჯი – 3/4 ჩაის ჭიქა, კარტოფილი – 3-4 ცალი, მწვანილი (ოხრახუში, ნიახური, ქინძი, კამა) – 2-2 კონა, მჟაუნა – 100 გრამი.

 

მცენარეულ ზეთში მოშუშულ წვრილად დაჭრილ ხახვს დავასხათ მდუღარე წყალი. ჩავყაროთ მსხვილად დაჭრილი კარტოფილი და წინასწარ დარჩეული და გარეცხილი ბრინჯი. ჩავუმატოთ ასევე წვრილად დაჭრილი მწვანილი. კერძს გამზადებამდე სამი-ხუთი წუთით ადრე ჩავაყაროთ დაჭრილი მჟაუნა. მარილი – გემოვნებით.

0

ავტორი: